გაყიდვაში არსებული პროდუქცია იხილეთ ჩვენს მაღაზიაში
გაყიდვაში არსებული პროდუქცია იხილეთ ჩვენს მაღაზიაში
გაყიდვაში არსებული პროდუქცია იხილეთ ჩვენს მაღაზიაში
მაჩვენე მეტი ...Zophobas morio შავტანიანთა ოჯახს მიეკუთვნება.
წარმოშობის ადგილია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა. გვხვდება მთელს მსოფლიოში. იყენებენ ხვლიკების, კუების, თევზების, ბაყაყების, სალამანდრის და ფრინველებისსაკვებად, ფეტვის ჭიებთან ერთად. ფეტვის ჭიების და ზოოფობების კვებითი ღირებულება მსგავსია, ზოფობასები მდიდარია ფოსოფრითა და ცხიმებით.
მათი ეგზოსკილეტი რბილია და მარტივად ითვისებს ზოგიერთი ქვეწარმავალი.
ლარვებს არ აქვთ სუნი, განსხვავებით ზრდასრული ხოჭოებისგან. იზრდება 50-60 მმ-მდე. სხეული ბოლოვდება მუქი შეფერილობით.
მათი განთავსება შესაძლებელია აკვარუმში ან პლასმასის კონტეინერში რომელსაც ექნება გლუვი გვერდები და ნახვრეტები ვენტილაციისთვის (ან ღია თავი). ლარვებისთვის იდეალური სუბსტრატად ითვლება: შვრია ან ქატო. შეინახეთ ოთახის პირობებში, მაცივარში შენახვა არ შეიძლება. შეუძლიათ საკვების და წყლის გარეშე 1-2 კვირამდე გაძლონ, თუმცა უმჯობესია მუდმივად ჰქონდეთ ბოსტნეული (კარტოფილი, ვაშლი, კომბოსტო სტაფილო, კიტრის ნაფრცქვენები). ოპტიმალური ტემპერატურა არის 21- 27 oC.
ცხოველებისთვის საკვებად გამოყენებამდე რეკომენდირებულია საკვები მიეწოდოს 24-დან 48 საათით ადრე.
ზოგჯერ ცდილობენ (მსუბუქად) კბენას.
გაყიდვაში არსებული პროდუქცია იხილეთ ჩვენს მაღაზიაში
გაყიდვაში არსებული პროდუქცია იხილეთ ჩვენს მაღაზიაში
გაყიდვაში არსებული პროდუქცია იხილეთ ჩვენს მაღაზიაში
მწერიჭამია ქვეწარმავლები და ამფიბიები პოპულარული შინაური ცხოველებია, თუმცა ბევრმა არ იცის მათი დიეტური საჭიროებების შესახებ.
მწერებს აქვთ კალციუმის (Ca) ფოსფორის (P) ცუდი თანაფარდობა; ფოსფორი აქვთ ბევრად მეტი P, ვიდრე Ca. ამიტომ ქვეწარმავლები და ამფიბიები, რომლებიც ჭამენ მხოლოდ მწერებს არ იღებენ საკმარის კალციუმს. დროთა განმავლობაში ეს იწვევს ცხოველის კალციუმის რეზორბციას ძვლებიდან, რაც მათ რბილს და ადვილად შლადს ხდის. საბოლოოდ პრობლემა იმდენად მწვავე ხდება, რომ ცხოველს უჭირს მოძრაობა, აღარ შეუძლიათ ჭამა და მკურნალობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიც კი.
როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება?
კალციუმის მტვერი
მწერები უნდა კვებოთ კალციუმით გამდიდრებული საკვებით და ცხოველისთვის მიცემის წინ უნდა დამტვეროთ კალციუმით (კალციუმის გლუკონატით, კარბონატი, ციტრატი ან ლაქტატი - ყველა მისაღებია). კალციუმის მტვერს არ უნდა ჰქონდეს ფოსფორი, რაგან ფოსფორი მწერებში უკვე ისედაც მაღალი რაოდენობითაა.
მწერები მოათავსეთ პლასტმასის პარკში ან კონტეინერში კალციუმის ფხვნილთან ერთად და შეანჯღრიეთ. მტვრიანი მწერები დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოთ ცხოველს, რადგან ისინი მალე მოიცილებენ კალციუმს.კალციუმით გამდიდრებული საკვების მიცემა („gut loading“)
ცხოველისთვის მიცემამდე 2-3 დღით ადრე აჭამეთ მწერებს კალციუმით გამდიდრებული საკვები (gut loading), შეგიძლიათ იყიდოთ უკვე გამდიდრებული საკვები ან თქვენით დაამზადოთ, ამისათვის საჭიროა 1 კგ მშრალ საკვებს შეურიოთ 80 გრამი კაცლიუმი (კალციუმის გლუკონატით, კარბონატი, ციტრატი ან ლაქტატი - ყველა მისაღებია).
მრავალფეროვნება
აუცილებელია მწერიჭამია რეპტილიებს და ამფიბიბს მისცეთ მრავალფეროვანი მწერები და არა მხოლოდ ერთი სახეობა (რაც არ უნდა გემრიელად ჭამდეს). მწერიჭამიებისთვის მისაღებია ყველანაირი მწერის მიცემა გარდა „შხამიანი“ (ციცინათელა, ჭიამაია, ჭიანჭველა) და "აგრესიული" (კრაზანა, ფუტკარი) მწერებისა. გარეთ დაჭერილი მწერების მიცემა არ არის რეკომენდირებული რადგან მწერების წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ შხამ-ქიმიკატებს. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ სასოფლო-სამეურნეო ნათესების მიმდებარედ მწერების შეგროვებას, რომლებსაც აქტიურად ამუშავებენ მწერების წინააღმდეგ.
ვის რა ვაჭამოთ
ჩამოთვლილია ძირითადი საკვები, რაც ხჭირად და ბევრი შეგიძლიათ აჭამოთ, სხვა მწერები შეგიძლიათ მისცეთ უფრო იშვიათად:
უფრო მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ქამელეონების კვებაშეუჭმელი მწერები
მწერები რომლებიც მალევე არ შეჭამეს ჯობია მოიაცილოთ ვივარიუმიდან/ტერარიუმიდან. თუ მწერი 30 წუთის განმავლობაში არ შეჭამა რეპტილიამ უმჯობესია ამოიყვანოთ და ცალკე, მწერებთან შეინახოთ.
ვიტამინი D და (UV) განათება
საკმარისი კალციუმის მიცემის შემთხვევაშიც კი შეიძლება ცხოველს კალციუმის ნაკლებობა განუვითარდეს თუ არ აქვს საკმარისი რაოდენობის D ვიტმინი, რომელიც ხელს უწყობა ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისებას. ამისათვის საჭიროა თვეში ერთხელ ან ორჯერ მისცეთ მულტივიტამინი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D-ს (ზედმეტი D ვიტამინი არ ვარგა და იწვევს ჭარბწონიანობას). D ვიტამინის მიცემა, ისეთი ეფექტური არ არის როგორც ბუნებრივად გამომუშავება. ქვეწარმავლებს თვითონ შეუძლიათ D ვიტამინის სინთეზირება, ბუნებაში ამას ისინი მზეზე ყოფნით აკეთებენ. ტყვეობაში საჭიროა ასეთი პირობები შევუქმნათ ხელოვნური UV (ულტრაიისფერი) სინათლის წყაროთი - სპეციალური ნათურები, რომლებიც თითქმის ყველა ზოომაღაზიაში იყიდება. ყველაზე კარგი წყარო მზის სხივებია, თუმცა გაითვალისწინეთ რომ შუშა და უმრავლესობა პლასტმასისა არ ატარებს UV სხივებს.
შეჯამება:
თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენი ქვეწარმავალი ან ამფიბია უკვე იტანჯება Ca-ის დეფიციტით, მიმართეთ ვეტერინარს.