როგორ მოვუაროთ ტარაკნებს და ჭრიჭინებს სახლში? ქვემოთ მოცემულია ძირითადი წესები, რომლებიც დაგეხმარებათ მწერების ჯანმრთელად შენახვაში.
საცხოვრებელი გარემო გამოიყენეთ ვენტილირებადი პლასტმასის ან მინის კონტეინერი. კონტეინერს უნდა ჰქონდეს 2–3 სმ ღია სივრცე ან საკმარისი ნახვრეტები თავზე. ტემპერატურა: 20–32°C. მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს (პირდაპირი მზის სხივები არასდროს არ უნდა ხვდებოდეს კონტეინერს). უკეთესია ბნელი ადგილი ან მუქი ფერის კონტეინერი.
დასამალი სივრცე მიეცით კვერცხის კოლოფები (ლატოკები) ან მუყაოს მილები. დასამალი სივრცე ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
წყალი გამოიყენეთ ტენიანი ბამბა, რომ მწერებმა წყალი მიიღონ ისე, რომ არ დაიხრჩონ. წყლის მაგივრად შეგიძლიათ მისცეთ ხილი ან ბოსტნეული. ტარაკნები: ბანანი, ვაშლი, გოგრა ჭრიჭინები: კომბოსტო (ყველაზე მეტად უყვართ), სტაფილო, სალათის ფურცელი
სისუფთავე ყოველ დღე ამოიღეთ დარჩენილი ან შეუჭმელი ხილი და ბოსტნეული. რეგულარულად შეცვალეთ წყლის ბამბა. სისუფთავე ამცირებს სუნს და ობის გაჩენას.